„იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ – შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2024 წლის 17 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით არსებული აქტივობის, – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა სტუდენთებთან.
პრეზენტაციას უძღვებოდა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწე ელენე მიროტაძე.
ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები. ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება, მომხმარებელთა საინფორმაციო უზრუნველყოფის მნიშვნელობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა და სხვა აქტუალური საკითხები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების სამეცნიერო სტატია Scopus-ის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი