GE

გორის უნივერსიტეტში კურსდამთავრებულების ფონდის შექმნა დაიგეგმა

15 ივნისს გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი შეხვდა მრჩეველთა საბჭოს წევრებს, მათთან ერთად რექტორმა განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა: უნივერსიტეტის გამომცემლობის ჩამოყალიბება, საკონფერენციო და სხვა ტიპის აკადემიური ნაშრომების წარდგენის წესები, ასევე ისაუბრეს კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დაიგეგმა კურსდამთავრებულების ფონდის შექმნა, რომლის საშუალებითაც წარმატებული კურსდამთავრებულები საკუთარი შემოწირულობებით აქტიურ სტუდენტებს გარკვეული პერიოდით ან სრულად დაუფინანასებენ სწავლას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური