გორის უნივერსიტეტში სტუდენტურ თვითმმართველობასა და წარჩინებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
მიმდინარე წლის 16 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სტუდენტურ თვითმმართველობასა და წარჩინებულ სტუდენტებთან.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ: გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: გიგა გელაშვილი და ნანი ოქროპირიძე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი, პროფესიული განვითარების საკითხებს და მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.
ღია დისკუსიის ფორმატში, სტუდენტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები ახალგაზრდების დასაქმების, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გააქტიურების, საერთაშორისო და ადგილობრივ სამეციერო პროექტებში ჩართულობის გაზრდის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კაროლი გასპარის უნივერსიტეტის პროფესორ ტუნდე კომარომის მასპინძლობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი