GE

„გორში ყველა სტუდენტი ხდება“ – მოლოდინები მეორე სესიის დაწყებამდე

“იმდენად მარტივი გამოცდებია, რომ ყველა სტუდენტი გახდება”, – ამ სიტყვებით შევიდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 2024 წლის აბიტურიენტი გორის საგამოცდო ცენტრში, სადაც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ადგილზე განვითარებულ მოვლენებს დილიდან აკვირდება.

გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჯამურად 2 500 აბიტურიენტია დარეგისტრირებული და პირველ დღეს დაგვიანებული აბიტურიენტი არ გვინახავს.

აპლიკანტების მოლოდინები კი მეორე სესიის დაწყებამდე დამაიმედებელია, თვლიან, რომ დილის სესიაზე ადვილი საკითხები იყო და არც ახლა გაუჭირდებათ წერა, თუმცა არგუმენტები განსხვავებული აქვთ.

“იმედი მაქვს “ვეფხისტყაოსანი” არ მოვა და არც “დიდოსტატის მარჯვენა”. დავიზეპირე ნაწარმოებები, მაგრამ მაინც მეშინია. პირველი სესია მარტივი იყო, როგორც ჩანს, ყველამ გაართვა თავი. იმედია მეორე სესიის საკითხებიც ისეთივე იქნება. ვეცდები, დრო სრულად გამოვიყენო და ძალიან დაკვირვებით დავწერო გამოცდა”, – გვითხრა შესვლამდე მანჩო მამისაშვილმა.

კიდევ ერთი აბიტურიენტი, ილია კაკაურიძე კი დარწმუნებულია, რომ წელს ყველა ჩააბარებს. მისი არგუმენტი ასეთია:

“ვეჭვობ, ისეთი საკითხები იქნება, რომ წელს ყველას ჩააბარებინებენ. წელს ყველა სტუდენტი ვხდებით. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ასეთი, რადგან სტუდენტები სწავლით იყვნენ დაკავებულები სასწავლებლებში და ქუჩაში არ გამოვიდნენ, კანონების გასაპროტესტებლად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დილის საგამოცდო საკითხები უმარტივესი იყო“.

გამართლდება თუ არა აბიტურიენტების მოლოდინი, ამას დრო გვაჩვენებს. გორში მხოლოდ ერთი საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური