გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები GRUNI-ს სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობის გასაუმჯობესებლად
საუნივერსიტეტო საზოგადოების სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობის გასაუმჯობესებლად გრძელდება საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ახალ კვლევით საგრანტო პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც ორგანიზებულია „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ. გრუნის სახელით შეხვედრებს ესწრება სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი – გოჩა ოჩიგავა.
პირველი შეხვედრა გაიმართა 17 ივლისს, განიხილეს თემა: „ევროპული ერთობლივი ღრუბელი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (მე-2 კლასტერი – კულტურა, კრეატიულობა, ინკლუზიური საზოგადოება);
შემდეგი შეხვედრა დაეთმო ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო მიმართულებების: Advance Grant, Starting Grant, Synergy Grant, განხილვას;
ბოლო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა 26 ივლისს, გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ქეთევან ქოქრაშვილმა. ისაუბრეს ევროპული კვლევის არეალის – ERA- ს არსისა და ახალი კონკურსების შესახებ.
შეხვედრები ამ მიმართულებით გრძელდება. მონაწილეებს ეთხოვათ, გაევრცელებინათ ინფორმაცია იმ ახალი შესაძლებლობის შესახებ, რომელიც აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევრების, ევროპაში, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრების დაფინანსებასა და მათი სამეცნიერო პოტენციალის უკეთ წარმოჩენას ეხება. ასევე, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითება, როგორ დაეხმარონ აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალს ახალ კვლევებთან დაკავშირებული იდეების უკეთ წარმოჩენასა და განხორციელებაში.
გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ორგანიზებით, დამატებითი ინფორმაცია და საპრეზენტაციო მასალა დაეგზავნა გრუნის კვლევით ერთეულებს.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრის წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის ტრენინგი გამართეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
13 დეკემბერს GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი