GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგი სპეციალობების მიხედვით:

ბიზნესისა და მართვის სკოლა: ბიზნესის ადმინისტრირება – 4 ვაკანტური ადგილი

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა: საჯარო მმართველობა – 5 ვაკანტური ადგილი

საბუთების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 11:00-18:00 საათამდე.

საკონკურსო საბუთების ნუსხა:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • განაცხადი სადოქტორო პროგრამაზე დასაშვებად საკვლევი თემატიკის ჩვენებით და მეცნიერ-ხელმძღვანელის კანდიდატობის თანხმობით
  • CV პირადი ხელმოწერით
  • დიპლომი, დანართთან ერთად (ასლი)
  • ერთი პროფესორის რეკომენდაცია (უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით)
    რეკომენდაცია სამსახურიდან (უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ფორმით) ან ორი პიროვნების სახელი, გვარი საკონტაქტო ინფორმაციით, ვისგანაც შეიძლება ინფორმაციის მიღება აპლიკანტის შესახებ
  • სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • 2 ფოტოსურათი (3X4) და 1 კომპაკტ დისკზე
  • სამოტივაციო წერილი

შენიშვნა: საქართველოს კანონის ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ ძალაში შესვლამდე (2005 წლამდე) მოპოვებული უმაღლესი განათლების დიპლომის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ერთი წლის სწავლის საზღაური სპეციალობების მიხედვით შეადგენს:

  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი) – 3500 ლარი
  • საჯარო მმართელობა – 3000 ლარი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური