GE

„ქოუჩინგი – როგორც კარიერული წინსვლის ინტრუმენტი“ – საჯარო ლექცია GRUNI-ში

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით, 3 აპრილს უნივერსტიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია: „ქოუჩინგი- როგორც კარიერული წინსვლის ინტრუმენტი“.

ქოუჩინგის ასოციაციის პრეზიდენტმა, ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა ქოუჩინგის წარმოშობის ისტორიასა და სახეობებზე. შეხვედრაზე განიხილეს თანამედროვე ადამიანის საჭიროებები, რომელთა დიდი ნაწილის დაკმაყოფილება შესაძლებებლია ქოუჩინგური მიდგომების გამოყენებით. ლექციის პროცესში დრო დაეთმო თვითრეალიზაციის მნიშვნელობას და მოქნილი უნარების განვითარების აუცილებლობას.

Gruni Card-ის ფარგლებში ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციასთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ქოუჩინგის ასოციაციის სასწავლო კურსები გაიარონ 20%-იანი ფასდაკლებით.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური