გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი შედგა
2024 წლის 19 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოში აშშ საელჩოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ჯონ სილვერი, ინგლისური ენის რეგიონული ოფიცერი; აიჯან იამანი, ანკარის ოფისის ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი; სარა კრაგელი, საელჩოს კულტურული პროგრამების კოორდინატორი; ლიკა გუმბერიძე, ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი.
სტუმრებმა, უნივერსიტეტთან ერთად, გააანალიზეს ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „English Language Fellow“ მიმდინარეობა – ისაუბრეს უნივერსიტეტში მომუშავე ამერიკელი ენის ექსპერტის ჯოზეფ მეგვაიერის საქმიანობის შესახებ.
აღინიშნა, რომ მსგავსი პროექტები უკვე მესამე წელია ხორციელდება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში და მისი დახმარებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა ინგლისური ენის პრაქტიკული სწავლება. პროგრამის ბენეფიციარები არიან არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებიც, რაც კიდევ უფრო აფართოებს პროგრამის საზღვრებსა და შესაძლებლობებს. დღემდე, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სკოლების 300-მდე მოსწავლემ გაიუმჯობესა ინგლისური ენის ცოდნა.
„English Language Fellow “მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას ამერიკელ სპეციალისტების დახმარებით, რომელიც უახლესი მეთოდოლოგიით შეასწავლის ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარებს სტუდენტებსა და მოსწავლეებს.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, მამუკა თავხელიძე და რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც. რექტორმა მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს და RELO-ს რეგიონალურ ოფისს გაწეული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გასულ სასწავლო წელს მაიკ მენსფილდის საქმიანობამ და პროფესიონალიზმმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა უნივერსიტეტს. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ ჯოზეფ მეკგვაიერის საქმიანობით კიდევ არაერთი ინოვაციური პროექტი განხორციელდება გრუნიში.
ვიზიტის დასასრულს, სტუმრები დაესწრნენ სკოლის მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ინგლისური ენის პროგრამის გახსნასა და პირველ მეცადინეობას, რომელიც მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება,
აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და აშშ-ის საელჩოს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ემსახურება განათლების ხარისხის ამაღლებასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.
- GRUNI-ს ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი