გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება პირველი i5 PRME ვორკშოპი საქართველოში
2024 წლის 16 ოქტომბერს, 10.00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება პირველი i5 PRME ვორკშოპი საქართველოში, რომელიც მდგრადი განვითარების საკითხებს მიეძღვნება.
ტრანსფორმაციულ ოფლაინ ვორკშოპზე წარმოდგენილი იქნება PRME საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი ინოვაციური პედაგოგიკა – i5 PRME, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს, აღიჭურვონ საჭირო უნარებით გლობალური საკითხებისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) გამოწვევების გადასაჭრელად, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები „ახალი ტალღის“ სტუდენტების მოსამზადებლად, თანამედროვე განათლებაში ჩართონ შემოქმედებითობის კომპონენტი.
ვორკშოპი ცენტრალურ აზიასა და საქართველოში ერთ-ერთი პირველი ინოვაციური ღონისძიებაა, რომელსაც უხელმძღვანელებენ სერტიფიცირებული i5 ექსპერტები.
მონაწილეებს გადაეცემათ 2024 წლის i5 PRME ოფიციალური სერტიფიკატი.
ვორქშოპზე დასწრების მსურველთა სარეგისტრაციო
ბმული
მონაწილეობა უფასოა!
- გრუნის ახალგაზრდა მკვლევრის სამეცნიერო მივლინება ბელგიაში by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ფორუმზე by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-მ აშშ-ის საელჩოს გაცვლითი პროგრამების ვებინარები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ჩაატარა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი