გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში „სტარტაპ აქსელერაციის“ ცენტრი დაფუძნდა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში 25 ნოემბერს „სტარტაპ აქსელერაციის“ ცენტრი დაარსდა. ცენტრის მიზანია ინოვაციური სტარტაპების იდეების ხელშეწყობა, როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური პერსონალისთვის.
„სტარტაპ აქსელერაციის“ ცენტრი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობის ფარგლებში დაარსდა და ჯიტას მიერ მემორანდუმის ფარგლებში გადმოცემული კურიკულუმების ბაზაზე ფუნქციონირებს.
ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა ცენტრის ბაზაზე უკვე მოამზადეს პირველი პროექტი, რომლითაც ჩაერთვნენ ჯიტას კონკურსში – „UNI4VERSE“, და ფინალურ ეტაპზეც გადავიდნენ.
ცენტრს გრუნის ბიზნესის სკოლის ასისტენტ-პროფესორი გიგა თვაური უხელმძღვანელებს.
გიგა თვაური შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სადოქტორო გრანტის გამარჯვებულია. ამავდროულად, ის მეცნიერთა და ტექნოლოგთა ევროპული ასოციაციისა (COST) და საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტია.
გიგა თვაურს ტელეწამყვანობის მრავალწლიანი გამოცდილებაც აქვს. მისი გადაცემები ბიზნესისა და ეკონომიკის ანალიზსა და მიმოხილვას მოიცავს.