GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ.

სტუდენტებმა სასახლის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, შეხვდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა ნაცვლიშვილს. მან სტუდენტებს თავისი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და კარიერული პერსპექტივები დაუსახა, შეხვედრის დასასრულს კი სკოლის დეკანისგან საჩუქრად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიური მაცნე მიიღო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური