გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია გრუნის სამართლის სკოლის სტუდენტების პროფესიული განვითარება და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაახლოება.
თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტების უფასო სასწავლო პრაქტიკას საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ბიუროებში, სხვადასხვა ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას, მათ შორის, საჯარო ლექციების, სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და პრაქტიკული ტრენინგების ორგანიზებას, თანამედროვე სამართლებრივი პრაქტიკის გაცნობას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და სამართლებრივ სისტემაში ნოტარიატის ინსტიტუტის როლის უკეთ გააზრებას.
თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალი იურისტების პროფესიული განვითარების პროცესში და ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური, პრაქტიკულად მომზადებული სამართლის სპეციალისტების აღზრდას.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი