გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Safe Online Hackathon 2025 იმართება
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, Mercy Corps-ის მხარდაჭერით, Safe Online Hackathon 2025 დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს.
უნივერსიტეტის მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჰაკათონში მონაწილე გუნდები ინოვაციურ იდეებზე 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ, რათა ხელი შეუწყონ ციფრულ უსაფრთხოებასა და ელექტრონული კომერციის განვითარებას შემდეგი მიმართულებებით:
- ტურიზმი
- აგრარული სექტორი
- საგანმანათლებლო დაწესებულებები
დასკვნითი ღონისძიება 19 ნოემბერს გაიმართება და გამარჯვებულ გუნდებს შორის საპრიზო ფონდი – 6 500 ლარი გადანაწილდება. საუკეთესო იდეებს კი, განვითარებაში Mercy Corps-ი დაეხმარება.
-
GRUNI-ს ასისტენტ-პროფესორის თანაავტორობით ახალი სახელმძღვანელო გამოიცა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს წარმომადგენლები თურქმენეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი „პედაგოგთა განათლების ფორუმი – 2026“-ის მუშაობაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი