GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში თეიმურაზ ცომაიამ სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატრა

თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში სულ უფრო მნიშვნელოვანი და ხელშესახები ხდება, შესაბამისად, ეს საკითხები სწავლა-სწავლების განუყოფელ და არსებით ნაწილს წარმოადგენს.

აღნიშნული საკითხების განხილვას მიეძღვნა ამ დარგის ექსპერტის თეიმურაზ ცომაიას მასტერკლასი: „ბლოკჩეინ ტექნოლოგიები და კრიპტო ვალუტები“.

სტუმარმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა ბლოკჩეინის შექმნის ისტორიაზე, მისი მუშაობის პრინციპებზე, აგებულებაზე, ბლოკების ჯაჭვის სიმტკიცესა და უსაფრთხოებაზე.

ასევე, სტუდენტებს გააცნო კრიპტოვალუტები და კრიპტოგრაფია.

ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ანონიმური კრიპტოვალუტებით, მათი შენახვის გზებით, ასევე, დაკარგვისა ან ძარცვისგან კრიპტოვალუტების დაცვის შესაძლებლობებით.

დიდი დისკუსია გამოიწვია კრიპტოვალუტების დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვამ.

შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური