GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრის ახალი ინიციატივები
GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრის ინიციატივით, კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ფარგლებში, GRUNI-ის ტერიტორიაზე ყოველწლიურად დაირგვება ხე კურსდამთავრებულთა სახელზე.
უნივერსიტეტი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ინიციატივა უნივერსიტეტის ტრადიციად დამკვიდრდება, რაც არა მხოლოდ გამოარჩევს უნივერსიტეტს გარემოსდაცვითი მდგრადობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის განცდასაც გაზრდის სტუდენტებში.
ამასთან, GRUNI SDGs-ის სტუდენტური კლუბის ინიციატივით, მდგრადი განვითარების ცენტრში განთავსებულია მაკულატურის ყუთი, რომელშიც შესაძლებელია გადასამუშავებელი მაკულატურის მოთავსება. მაკულატურის ჩაბარებისას სრულად იქნება დაცული პერსონალური მონაცემების ყველა სტანდარტი.
-
20 მაისს GRUNI-ში სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პორტუგალიელი პროფესორი სტუმრობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი