GRUNI-მ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის სტუდენტური ქსელის წარმომადგენლებს უმასპინძლა
2026 წლის 28 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის სტუდენტური ქსელის – „საქართველო“ (ESN Georgia), წარმომადგენლებს უმასპინძლა. საინფორმაციო შეხვედრაზე ახალგაზრდები იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებს გაეცნენ, რომლებსაც Erasmus+ და ევროკავშირი სთავაზობს ქართველ სტუდენტებს.
ESN Georgia, როგორც ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მოხალისეობრივი ორგანიზაცია, აქტიურად მუშაობს ინტერკულტურული მობილობისა და დემოკრატიული ღირებულებების გასავრცელებლად. შეხვედრაზე ორგანიზაციის განათლების ოფიცრებმა და გამოცდილმა მოხალისეებმა დეტალურად განუმარტეს სტუდენტებს აკადემიური მობილობის, სამაგისტრო სტიპენდიების, მოკლევადიანი გაცვლითი პროექტებისა და ევროპული მოხალისეობის დეტალები.
შეხვედრის სპიკერებმა, რომლებმაც თავადაც ისარგებლეს ამ პროგრამებით, დამსწრეებს პირადი გამოცდილება გაუზიარეს და პრაქტიკული რჩევები მისცეს წარმატებული განაცხადების მოსამზადებლად. აღინიშნა, რომ მსგავსი პროგრამები არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის, არამედ პიროვნული და პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობაცაა. ამავდროულად, საინფორმაციო შეხვედრები, ხელს უწყობს სტუდენტების გაძლიერებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში მათ ინტეგრირებას.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი