GRUNI-მ ტესტირების საერთაშორისო ცენტრის – Pearson VUE, აკრედიტაცია მიიღო
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ტესტირების საერთაშორისო ცენტრის – Pearson VUE, აკრედიტაციის პროცესი და მიიღო უფლება, ჩაატაროს საკვალიფიკაციო გამოცდები და როგორც პროფესიული განვითარების, ისე კარიერული წინსვლისათვის, საერთაშორისო სერტიფიკატი გასცეს.
უნივერსიტეტის მიერ 4 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გრუნიმ სრულად დააკმაყოფილა კომპანიის მიერ დადგენილი ყველა ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციული მოთხოვნა, რაც საშუალებას მისცემს უნივერსიტეტს, ტესტირება განახორციელოს უსაფრთხო, გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში და გამოცდების პროცესის სანდოობა მოიპოვოს.
Pearson VUE არის გლობალური ლიდერი კომპიუტერული ტესტირებისა და სერტიფიცირების სფეროში, რომელიც ოპერირებს 180-ზე მეტ ქვეყანაში და მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობს.
პროფესიული, აკადემიური და ლიცენზირების გამოცდები ტარდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:
- ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT);
- განათლება;
- ბიზნესი და მენეჯმენტი;
- პროფესიული სერტიფიცირება და ლიცენზირება.
Pearson VUE-ის მიერ გაცემული სერტიფიკატი საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ნდობით სარგებლობს და აღიარებულია დამსაქმებლებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუციების მიერ.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი