GRUNI, პარტნიორის სტატუსით, საგანმანათლებლო პროექტში – „ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2026“ მონაწილეობდა
19 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პარტნიორის სტატუსით მონაწილეობდა საგანმანათლებლო პროექტში – „ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2026“, რომელიც Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 23 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფორუმმა ფინანსური ბაზრებით, ტრეიდინგით, ინვესტიციებითა და ფინანსური განათლებით დაინტერესებული ახალგაზრდები, პროფესიონალები და სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა. ღონისძიების ფარგლებში პანელური დისკუსიები, პროფესიული შეხვედრები, პარტნიორთა დაჯილდოება და ტრეიდინგის ჩემპიონატი გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გრუნის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, რომელმაც ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში პრაქტიკული ცოდნის როლზე ისაუბრა.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მუდმივად უჭერს მხარს ისეთ საგანმანათლებლო და პროფესიულ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, ინოვაციური იდეების წახალისებასა და კარიერული შესაძლებლობების გაფართოებას.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს, მონაწილეებს, სპიკერებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ახალგაზრდების საგანმანათლებლო და პროფესიული პროექტების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი