GE

GRUNI-ს ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Media4u Magazine – 2024 (4) გამოქვეყნდა გრუნის ასოცირებული პროფესორის გოჩა ოჩიგავას სამეცნიერო სტატია – „სან მარინო – საკონსტიტუციო სამართალწარმოების მაღალი კულტურა და ხარისხიანი განათლება“.

ავტორი გვთავაზობს ინფორმაციას სან მარინოს რესპუბლიკის, ამ პატარა ევროპული სახელმწიფოს, ისტორიის შესახებ, მისი მმართველობის ფორმებზე, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ურთიერთკავშირზე, სან მარინოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური უფლებების თავისებურებებზე.

საინტერესოდ არის გაშუქებული ზოგიერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ბუნება და ფუნქციები. სტატია, ასევე, ეხება მასმედიასთან დაკავშირებულ საკითხებში საპარლამენტო კონტროლს. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სან მარინოში განათლების მაღალ ხარისხს.

ნაშრომის ბოლოს მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგიასა და განვითარების საფეხურებს.

ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს წარმატებული ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ევროპის პატარა განვითარებული ქვეყნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მათი გამოცდილების გაზიარებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საკითხების უფრო მეტად გაშუქებას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური