GRUNI-ს ასოცირებული პროფესორისა და პროფესორის ერთობლივი სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნინო საჩალელისა და პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ერთობლივი სამეცნიერო სტატია – „SUSTAINABLE DEVELOPMENT OF AGRITOURISM AND WINE TOURISM: BUSINESS MODELS AND LEGISLATIVE IMPACTS“, საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში – Baltica Journal (Scopus) გამოქვეყნდა.
უნივერსიტეტის მიერ 18 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტატია ეხება აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის მდგრად განვითარებას, გაანალიზებულია ამ სექტორის სამართლებრივი ჩარჩო, ბიზნესმოდელები და ეკონომიკური გავლენა. კვლევაში განხილულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მოცემულია შედარებითი ანალიზი საქართველოს თანამედროვე საკანონმდებლო გარემოსთან.
ნაშრომი აფასებს აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის როლს რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებაში, ადგილობრივი დასაქმების ზრდასა და მდგრადი ტურიზმის განვითარებაში.
კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოში მისი დანერგვის შესაძლებლობებს.
იხილეთ სტატია
სტატიის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ტურიზმის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: დუკა ფუთურიძე, მარიამ გაგაძე, მარიამ თოდუა.
-
GRUNI-ში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ კვლევაში მონაწილეობენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი