GRUNI-ს მდგრადი განვითარების ცენტრმა გაეროს PRME-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დანაყოფის სესიაზე პრეზენტაცია წარადგინა
24 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრმა, გაეროს პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების პრინციპების (UN PRME) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) დანაყოფის – Coffee Series ფარგლებში გამართულ სესიაზე, უნივერსიტეტისა და ცენტრის საქმიანობის, მიღწევებისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ გაწეულ მუშაობას პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების (Responsible Management Education – RME) მიმართულებით, ასევე, მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და PRME-ის პრინციპების ინტეგრირების საკითხს სწავლებისა და კვლევის პროცესში.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი UN PRME-ის ოფიციალური ხელმომწერი წევრია.
პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნივერსიტეტის ერთგულება ეთიკური ლიდერობის, მდგრადი განვითარების, ინკლუზიური განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპების მიმართ, რაც PRME-ის მისიასა და 2030 წლის დღის წესრიგს (Agenda 2030) სრულად შეესაბამება.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი