GRUNI-ს პარტნიორ სკოლებთან ELS სპეციალისტმა კონსულტაციები გამართა
საქართველოში ამერიკის საელჩოს პროგრამის – „English Language Specialist“ ფარგლებში მოწვეულმა სპეციალისტმა, ჯოშუა მაკლევერმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორ სკოლებში: თბილისის №142 საჯარო სკოლა, კერძო სკოლა-გიმნაზია „აია ჯესი“, ქუთაისის №2 საჯარო სკოლა, ინდივიდუალური კონსულტაციების სერია ჩაატარა.
უნივერსიტეტის მიერ 18 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონსულტაციების სერია სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შეეხებოდა და მას სკოლების მასწავლებლები, ადმინისტრატორები და მოსწავლეები ესწრებოდენენ.
„განიხილეს ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებსაც ეს პლატფორმა სთავაზობს საგანმანათლებლო სფეროს; მიიღეს პრაქტიკული რჩევები ხელოვნური ინტელექტისათვის ინსტრუქციის სწორად მიწოდებისა და მედიატირებული სახელმძღვანელოების შექმნის შესახებ. ისაუბრეს ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების კოგნიტიური რისკებისა და კოლაბორაციული გადაწყვეტილებების შესახებ.
აღნიშნული სესიები კიდევ ერთხელ ადასტურებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერებასა და განვითარებაში გრუნის მხარდაჭერას“, – აცხადებენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Teen academy-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მკვლევართა სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი