GRUNI-ს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ
30 იანვარს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსთან – კახა ოქროჯანაშვილთან, აპარატის უფროსის მოადგილესთან – გიორგი მაქარაშვილთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან – მარიამ ლაშხთან გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდებს საპარლამენტო საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპები, აპარატის მუშაობის სპეციფიკა და საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირების ძირითადი მიმართულებები გააცნეს. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარების ეტაპებისა და პარლამენტის ისტორიული შენობის შესახებ. სტუდენტებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ – მარიამ ლაშხმა, სტუდენტებთან განიხილა განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ახალგაზრდების დასაქმების საკითხებს და აღინიშნა, რომ რეფორმა ბაზრის მოთხოვნებზეა მორგებული და როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის საჭიროებებს პასუხობს. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა საბაკალავრო პროგრამების სამწლიანი სასწავლო კურსი განათლების რეფორმის დაწყებამდე დანერგა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინიციატივა „3+1“ რეალური საჭიროებებისა და უკვე არსებული წარმატებული პრაქტიკის საფუძველზე შემუშავდა.
-
GRUNI-ს სტუდენტები საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მდგრადი განვითარების ცენტრმა გაეროს PRME-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დანაყოფის სესიაზე პრეზენტაცია წარადგინა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI, პარტნიორის სტატუსით, საგანმანათლებლო პროექტში – „ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2026“ მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი