GRUNI-ს სამი სტუდენტი რენის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში (Sciences Po Rennes) განაგრძობს სწავლას
სიანს პო რენის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის სტუდენტები – სალომე ონეზაშვილი და ქეთევან ჯოჯუა, სამართლის სკოლის სტუდენტი – სოფო გულიაშვილი, 2024-2025 სასწავლო წლის პირველ სემესტრში რენის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში (Sciences Po Rennes) განაგრძობენ სწავლას.
უნივერსიტეტის მიერ 5 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სემესტრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტებს გადაეცემათ Sciences Po Rennes-ის სერტიფიკატი, ხოლო მშობლიური უნივერსიტეტი აღიარებს საფრანგეთში მიღებულ კრედიტებს.
სალომეს, ქეთევანსა და სოფოს ვულოცავთ საფრანგეთის პრესტიჟული სასწავლებლის სტუდენტობას და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ
-
GRUNI-სა და „ბრაით ლაბს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სტუდენტთა სოციალური მეწარმეობის კლუბი შეიქმნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს წარმომადგენლები ქალაქ რენში გამართულ ქართულ-ფრანგულ სასწავლო კვირეულში მონაწილეობდნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი