გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს მიენიჭა „ბრწყინვალების ჯილდო განათლებაში“
სკოლამდელი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო ასოციაციამ (International Association for Quality Assurance in Pre-Tertiary and Higher Education – (QAHE) გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს მიანიჭა „ბრწყინვალების ჯილდო განათლებაში“. („Excellence in Education 2025-26 Award“).
ამის შესახებ ინფორმაციას თავად უნივერსიტეტი დღეს, 23 თებერვალს აქვეყნებს.
ასოციაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია:
„…გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს მიენიჭა პრესტიჟული ჯილდო – „ბრწყინვალების ჯილდო განათლებაში“. ეს აღიარება ხაზს უსვამს უნივერსიტეტის ერთგულებას აკადემიური ხარისხის, ინოვაციური სწავლების პრაქტიკისა და საგანმანათლებლო სფეროში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის…
„ბრწყინვალების ჯილდო განათლებაში“ წარმოადგენს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ხარისხისკენ დაუღალავი სწრაფვის მკაფიო დასტურს. ეს აღიარება ასახავს საგანმანათლებლო პროცესისადმი უნივერსიტეტის კომპლექსურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს აკადემიურ სივრცეს, კვლევასა და საზოგადოებისთვის გაწეულ ამაგს…“
უნივერსიტეტი ულოცავს გრუნის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელთა დაუღალავი შრომითაც მიღწეულია ეს საერთაშორისო აღიარება.
-
GRUNI-ში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ კვლევაში მონაწილეობენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი