GE

GRUNI-ს სტუდენტ სოფო გულიაშვილთან ინტერვიუ სიანს პო რენის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის წარჩინებული სტუდენტი -სოფო გულიაშვილი, ახალი სასწავლო წლიდან სწავლას საფრანგეთში, სიანს პო რენის უნივერსიტეტში, განაგრძობს.

ფრანგულმა უნივერსიტეტმა მას, როგორც უცხოელ სტუდენტს, ინტერვიუ ჩამოართვა, რომელიც სიანს პო რენის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც უნივერსიტეტმა 10 სექტემბერს გამოაქვეყნა:

მე ვარ სოფო გულიაშვილი, 23 წლის, ვცხოვრობ თბილისში, საქართველოში და ვსწავლობ სამართალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

როგორ გაიგეთ Sciences Po Rennes-ის შესახებ?

ჩემმა უნივერსიტეტმა გამაცნო Sciences Po Rennes-ი და აქ სწავლის შესაძლებლობა. ამის შემდგომ დავიწყე ფრანგული უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და აღმოვაჩინე, რომ პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით Sciences Po Rennes არის წამყვანი სასწავლო დაწესებულება მთელ ევროპაში.

რა კარიერულ გზას განიხილავთ?

სამართლის სფეროსადმი ჩემი ინტერესი და ღრმა ერთგულება მაფიქრებინებს, რომ ჩემი მომავალი კარიერა სწორედ ამ სფეროს დაუკავშირდება. ვისურვებდი საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ხოლო ამ კუთხით, საფრანგეთი და გერმანია ძალიან მიზიდავს.

როგორ მოგწონთ ცხოვრება რენში?

სულ რამდენიმე დღეა, რაც რენში ჩამოვედი. აქ ცხოვრება ძალიან მშვიდი ჩანს. სემესტრი ახლახან დაიწყო, მაგრამ წინასწარ ვიცი, რომ მელოდება ძალიან საინტერესო ლექციები, შეხვედრები და ლამაზი ადგილების მონახულება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური