GRUNI-ს სტუდენტები საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები – კესო შეყილაძე, ნიკოლოზ ვარდიაშვილი და ვიქტორ ებანოიძე, მონაწილეობდნენ საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში Erasmus+ Youth Exchange – „Chasing European Dreams“, რომელიც ურეკში გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 26 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის მიზანი იყო ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება და დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე პოლონელმა, ქართველმა, უკრაინელმა, მოლდოველმა, სომეხმა, ჩეხმა და კვიპროსელმა ახალგაზრდებმა არაფორმალური განათლების მეთოდების, ევროპული ინტეგრაციის, დემოკრატიული ღირებულებების, აქტიური მოქალაქეობისა და თანამედროვე საზოგადოებაში ახალგაზრდების როლის შესახებ იმსჯელეს.
პროექტი დაეხმარა ახალგაზრდებს, გაეღრმავებინათ ცოდნა ევროკავშირის, დემოკრატიული პროცესებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ, ასევე – გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და კომუნიკაციის უნარები განევითარებინათ.
პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო კულტურული საღამოები, სადაც მონაწილეებმა თავიანთი ქვეყნების კულტურა, ტრადიციები, ეროვნული ღირებულებები და სამზარეულო წარადგინეს. ქართველმა მონაწილეებმა საერთაშორისო აუდიტორიას გააცნეს საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება, ტრადიციები და ქართული ეროვნული კერძები, რამაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მიიღონ ახალი ცოდნა და გამოცდილება მრავალკულტურულ გარემოში, ასევე, პროფესიული და აკადემიური ხედვა გაიფართოონ.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი