GRUNI-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია – „მწვანე ბიზნესმოდელები: ტრენდი თუ პასუხისმგებლობა?“ გაიმართა
28 იანვარს, გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის ორგანიზებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია – „მწვანე ბიზნესმოდელები: ტრენდი თუ პასუხისმგებლობა?“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას კომპანია WashyWashy-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, GITA-ს 150 000-ლარიანი გრანტის მფლობელი, გიორგი ხანიშვილი უძღვებოდა.
ლექციის ფარგლებში მდგრადი სტარტაპები და ბიზნესმოდელები, „მწვანე ბიზნესის“ რეალური პერსპექტივები, ხშირი შეცდომები და ე.წ. „greenwashing“-ის კონცეფცია განიხილეს.
სპიკერმა სტუდენტებს გააცნო სტარტაპების ფორმირების ძირითადი საფუძვლები, აქსელერაციის ეროვნულ და საერთაშორისო პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობები და გაუზიარა პრაქტიკული რჩევები ბიზნესკონცეფციების შემუშავებისა და დანერგვის პროცესთან დაკავშირებით.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი