GRUNI-ს სტუდენტებმა დებატების კონკურსში საპრიზო ადგილი მოიპოვეს
სტუდენტური ფესტივალი 2026-ის ფარგლებში გაიმართა დებატების კონკურსი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და სიმულაციურ აქტივობას. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტებში არგუმენტებული მსჯელობის, კრიტიკული ანალიზისა და საჯარო კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
კონკურსის თემამ – საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება – მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა მისცა, განეხილათ გარემოსდაცვითი გამოწვევები და აკადემიური დისკურსის ფორმატში წარმოედგინათ მათი გადაჭრის შესაძლო სტრატეგია.
კონკურსის შედეგების მიხედვით, მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გუნდმა, კერძოდ, მედიაციის ცენტრის სტუდენტებმა: გიორგი ამირხანიანმა, ნინი გვასალიამ და თინათინ მჭედლიშვილმა.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს მიღწეულ წარმატებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აკადემიურ-საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტთა პროფესიული და ინტელექტუალური განვითარების პროცესში.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი