GRUNI-ს ყველაზე მასშტაბური პროექტის – „ბავშვები ბავშვებისათვის“, გამარჯვებული მოსწავლეების ბრიუსელიდან დაბრუნდნენ
გრუნის ყველაზე მასშტაბური პროექტის – „ბავშვები ბავშვებისათვის“, გამარჯვებული მოსწავლეების ბრიუსელიდან დაბრუნდნენ.
უნივერსიტეტის მიერ 7 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროპული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის მთავარ ინსტიტუციებში, მათ შორის, ევროპულ საბჭოში, ევროკომისიაში, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურსა და ნატოს შტაბ-ბინაში.
ახალგაზრდებს, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროკავშირისა და ნატოს საქმიანობას, მათ ძირითად პრიორიტეტებსა და ინიციატივებს.
შეხვედრები შეეხებოდა ევროკავშირის გაფართოების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჰიბრიდული საფრთხეების თემატიკას.
ახალგაზრდები ახალი ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილები დაუბრუნდნენ მშობლიურ სკოლებს.
პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“ გრუნის პროფესორის – სოფიო კილაძის, ინიციატივით მეორე წელია იმართება უნივერსიტეტში. წელს გამარჯვებულად დასახელდა ამ პროექტის 7 საუკეთესო მოსწავლე თბილისიდან, ქუთაისიდან და ზესტაფონიდან, რომლებსაც მთავარ პრიზად გადაეცათ კულტურულ-შემეცნებითიტური ევროპაში.
-
ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში – 28 თებერვალს GRUNI-ს ახალი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მეცნიერთა შრომები რომში გამოიცა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი