GRUNI-ში ინგლისური ენის სწავლების საუკეთესო მეთოდებსა და პრაქტიკაზე კონფერენცია გაიმართა
2024 წლის 29 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მოიწვია პროფესიული განვითარების კონფერენცია ინგლისური ენის სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის შესახებ (TESOL პროგრამის მიხედვით).
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ გრუნის პარტნიორი სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები და დირექტორები, ასევე, ტეხას ა&მ უნივერსიტეტის TESOL პროგრამის კურსდამთავრებულები თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან, სულ 100-მდე მონაწილე, როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურად.
კონფერენცია გახსნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჭარაიამ და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ. სამუშაო სესიებზე, რომელსაც ფულბრაითის პროგრამის ენის ექსპერტები: მაიკ მენსფილდი, პოლ ტუკი და კაილა მაკმილანი უძღვებოდნენ, განიხილეს შემდეგი თემები: მეცადინეობის ეფექტური დაგეგმვის მიდგომები, საუბრის უნარების გაუმჯობესება, სტუდენტების მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფასო სწავლების რესურსების გაზიარება.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ: სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის სამსახურის უფროსი, მერი ლომია და რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე.
-
GRUNI-სა და „ბრაით ლაბს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სტუდენტთა სოციალური მეწარმეობის კლუბი შეიქმნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს წარმომადგენლები ქალაქ რენში გამართულ ქართულ-ფრანგულ სასწავლო კვირეულში მონაწილეობდნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი