GRUNI-ში მედიაციის ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმი გაიმართა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მეორე ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმი გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 8 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება კერძო მედიაციის მხარდაჭერას, მედიატორის პროფესიის გაძლიერებასა და პროფესიული დიალოგის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
სიმპოზიუმი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა და მას იდეის ავტორი და ორგანიზატორი, „EEDR – მედიაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნინა გერსამია უძღვებოდა.
სიმპოზიუმის მუშაობაში 60-მდე ლიცენზირებული პრაქტიკოსი მედიატორი მონაწილეობდა. სიმპოზიუმს, ასევე, ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები, მედიაციის ცენტრის აქტიური წევრები.
ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ იმთავითვე განისაზღვრა სიმპოზიუმის მიზნები, გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, რამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა კიდეც ღონისძიების წარმატება.
სიმპოზიუმის მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე მიესალმა. მან მედიაციის ინსტიტუტის განვითარების მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და ცენტრის საქმიანობისა და პროფესიული საზოგადოების გაძლიერების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.
სიმპოზიუმის ჯგუფურ სესიებს ფასილიტაციას საქართველოს ადოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, გრუნის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილი და მედიატორთა ასოციაციის დირექტორი თამარ იმნაიშვილი უწევდნენ.
სიმპოზიუმზე განიხილეს მედიაციის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, მათ შორის: „EEDR – მედიაციის ცენტრის“ მედიატორთა განახლებული რეესტრის ფორმირება, კერძო სამედიაციო ცენტრის ფარგლებში საქმიანობის წარმოების სტანდარტები, მედიაციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული სიახლეები და სხვ.
სიმპოზიუმის მონაწილეებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და „დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის – მედიაციის ცენტრის“ ერთობლივი სერტიფიკატები გადაეცათ.
-
GRUNI-ს მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელმა იან კოჩანოვსკის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-მ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის სტუდენტური ქსელის წარმომადგენლებს უმასპინძლა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-სა და ტრეიდერების ჰაბს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი