GRUNI-ში ნატოს ახალგაზრდული სამიტი 2025 გაიმართა
ევროპის აკადემიური ცენტრისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, GRUNI-ში ნატოს ახალგაზრდული სამიტი 2025 გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 7 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 14-22 წლის ახალგაზრდები – სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებული არიან საერთაშორისო ურთიერთობებით, დიპლომატიისა და ლიდერობის საკითხებით.
მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში მოამზადეს დებატები, წარმოადგინეს ინიციატივები და შეიძინეს გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათ ნატოს პრინციპებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების ღრმად გააზრებაში დაეხმარა.
პროექტის გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები, ამავდროულად, მათ მიიღეს შესაძლებლობა, ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში სრული დაფინანსებით ჩაერთონ.
„პროექტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახალგაზრდები გლობალური პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებით აქტიურად ინტერესდებიან.
ევროპის აკადემიური ცენტრი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მადლობას უხდიან ყველა მონაწილეს, მენტორსა და პარტნიორ ორგანიზაციას, მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის.
პროექტი განხორციელდა „გრუნი ანალიტიქსის“ ორგანიზებით“, – აცხადებენ GRUNI-ში.
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
13 დეკემბერს GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი