GRUNI-ში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის აკადემიური რეგისტრაცია დაიწყო
მიმდინარე წლის 8 ოქტომბრიდან იწყება აკადემიური რეგისტრაცია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისთვის.
სასწავლო კურსების (საგნების) გაუქმება/შეცვლა/დამატება შესაძლებელია სწავლის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში.
აკადემიური რეგისტრაციის ბმულია: https://sgruni.ini.ge/login
ყველა სტუდენტს ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი, პაროლი) გაეგზავნება სმს-შეტყობინების სახით.
სარეგისტრაციო ბმული გაიხსნება 8 ოქტომბერს 12:00 სთ-ზე.
შეგახსენებთ, რომ გრუნი ახალ სასწავლო წელს, პირველკურსელთათვის, იწყებს 16 ოქტომბერს, 16.00 საათზე, ხოლო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყება, ამავე დღეს, ჩვეული განრიგით – 19 სთ-ზე.
საბაკალავრო პროგრამის ყველა სხვა სტუდენტი სწავლას განაახლებს 17 ოქტომბერს, დადგენილი ცხრილის შესაბამისად.
P.S. სტუდენტები, რომლებიც ვერ გივლიან აკადემიური რეგისტრაციას სხვადასხვა მიზეზით შეუძლიათ მიმართონ უნივერსიტეტის შესაბამის სკოლას.
ვიდეოინსტრუქცია:
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
13 დეკემბერს GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი