GE

GRUNI-ში სადოქტორო პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამებზე მიღება დაიწყო. უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საბუთების მიღება შემდეგ სპეციალობებზე 11 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება:

  • სამართლის სკოლა: სამართალი (კერძო, სისხლი, საჯარო სამართალი ) – 12 ვაკანტური ადგილი
  • საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა: საჯარო მმართველობა6 ვაკანტური ადგილი
  • ბიზნესისა და მართვის სკოლა: ბიზნესის ადმინისტრირება4 ვაკანტური ადგილი
  • ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა: პოლიტიკური ფილოსოფია2 ვაკანტური ადგილი

ერთი წლის სწავლის საზღაური სპეციალობების მიხედვით შეადგენს:

  • სამართალი (კერძო, სისხლი, საჯარო სამართალი ) – 4900 ლარი
  • ბიზნესის ადმინისტრირება – 3500 ლარი
  • საჯარო მმართელობა – 3500 ლარი
  • პოლიტიკური ფილოსოფია – 3500 ლარი

რეგისტრაციისას აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • განაცხადი სადოქტორო პროგრამაზე დასაშვებად საკვლევი თემატიკის ჩვენებით და მეცნიერ-ხელმძღვანელის კანდიდატობის თანხმობით
  • CV პირადი ხელმოწერით
  • დიპლომი, დანართთან ერთად (ასლი)
  • ერთი პროფესორის რეკომენდაცია (უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით)
  • რეკომენდაცია სამსახურიდან (უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ფორმით) ან ორი პიროვნების სახელი, გვარი საკონტაქტო ინფორმაციით, ვისგანაც შეიძლება ინფორმაციის მიღება აპლიკანტის შესახებ
  • სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • 2 ფოტოსურათი (3X4) და 1 კომპაკტ დისკზე
  • სამოტივაციო წერილი

შენიშვნა: საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ“ ძალაში შესვლამდე (2005 წლამდე) მოპოვებული უმაღლესი განათლების დიპლომის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს.
თანხის გადახდა შესაძლებელია: სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE22
მიმღების დასახელება – შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენთიფიკაციო კოდი – 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში – GE87TB0655236020100004

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი:

1. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება კონკურსის წესით.
2. კონკურსის პროცედურა შედგება ორი კომპონენტისაგან:
ა) რეფერატის ან გამოქვეყნებული ნაშრომის დაცვა საგამოცდო-საექსპერტო კომისიის წინაშე, რომელიც უნდა წარმოადგინოთ რეგისტრაციის გავლიდან არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა.
ბ) გამოცდა: ერთ-ერთ ევროპულ ენაში (სავალდებულო).
3. საკონკურსო რეფერატის/გამოქვეყნებული ნაშრომის დაცვის პროცესით უნდა გამოვლინდეს:
ა) აპლიკანტის კვლევის ინტერესის სფერო;
ბ) აპლიკანტის აკადემიური დონე დარგობრივი სფეროს ფარგლებში, რაც გულისხმობს:

  • თეორიებსა და კვლევებზე დაფუძნებული დარგობრივი სფეროს ღრმა და სისტემურ ცოდნას
  • დარგობრივი პრინციპებისა და მეთოდების სრულყოფილ ცოდნას

გ) კვლევითი კომპეტენცია, რაც გულისხმობს:

  • ანალიზისა და სინთეზის უნარს
  • პრობლემის დასმის/ხედვის და მისი ორიგინალურად განვითარების უნარს
  • წარდგენილ ნაშრომში განვითარებული აზრის და/ან კვლევის შედეგების საფუძველზე დასკვნების მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და დამაჯერებელი არგუმენტაციით წარდგენის/დაცვის უნარს.

4. საკონკურსო რეფერატი უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტში დადგენილ ზოგად ფორმალურ მოთხოვნებს (დანართი 1).
5. უცხოურ ენაში, აპლიკანტთა მომზადების ხარისხი, უნდა აკმაყოფილებდეს არა ნაკლებ B2 დონეს.
6. უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, მისაღები პროცედურა, სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხად, ჩატარდება მ/წ 24 ოქტომბერს, 12:00 -18:00 სთ-მდე, ონლაინფორმატით, კომბინირებულად:

  • რეფერატის ან გამოცემული ნაშრომის დაცვა (ქართულად);
  • გასაუბრება უცხო ენაში (მოკლე რეზიუმე სადისერტაციო თემის სავარაუდო სახელწოდებისა ან/და რეფერატში განხილული საკითხების ირგვლივ). დეტალურ ინფორმაციას, ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების შესახებ, მიიღებთ ელ. ფოსტით.

საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე – სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის უფროსი
ელ-ფოსტა: [email protected]
ტელ: (+995 32) 38 44 06 (107)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური