ნიუ-იორკში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლის თანაავტორობით წიგნი გამოიცა
ნიუ-იორკში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლის – ანა აბესაძის თანაავტორობით გამოიცა წიგნი “Women Living Fearlessly”.
“ქალები, რომლებიც უშიშრად ცხოვრობენ” მოიცავს რამდენიმე წარმატებული ქალის ისტორიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და უზიარებს მკითხველს მათ გამოცდილებას, როგორ გადალახეს დაბრკოლებები და შინაგანი წინააღმდეგობები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
უნივერსიტეტის მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ანა პირველი ქართველია, რომელმაც ეს შეთავაზება უინძორში, ინგლისში გამართულ ლიდერ ქალთა გლობალურ სამიტზე მიიღო. წიგნის მიზანია მისცეს მოტივაცია იმ გოგონებს, რომლებიც ამ დაბრკოლებებს მარტო აწყდებიან და შთააგონოს მათ, რომ არასოდეს დანებდნენ.
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, Amazon-ზე, ფიზიკური, აუდიო და Kindle ვერსიებით. წიგნის პრეზენტაციები, ნიუ-იურკის გარდა, ასევე, გაიმართება ავსტრალიასა და საუდის არაბეთში.
-
ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში – 28 თებერვალს GRUNI-ს ახალი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მეცნიერთა შრომები რომში გამოიცა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი