GRUNI-ში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
5 ოქტომბერს, ბიზნესისა და მართვის სკოლის ორგანიზებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 6 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუნივერსიტეტო კონკურსის – UNI4VERSE, გამართვის საკითხი განიხილეს. მოწვეულმა სტუმარმა გრუნის სტუდენტებს კონკურსის მიზნები, მონაწილეობის პირობები, ძირითადი ეტაპები და კონკურსის სხვა შესაძლებლობები გააცნო.
წლევანდელი UNI4VERSE-ის მთავარი მიმართულებაა ფინანსური განათლება (FinTech.) სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ რეალურ ფინანსურ გამოწვევებზე და შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: ფინანსური სერვისების ინტეგრაცია, გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმვა, ფინანსური უსაფრთხოება, ყოველდღიური ფინანსები და მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადები.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა და მათი წახალისება ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში ჩასართავად.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი