გრუნის ახალგაზრდა მკვლევრის სამეცნიერო მივლინება ბელგიაში
გრუნის ასისტენტ-პროფესორი – გიგა თვაური, სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ბელგიაში, სადაც მეცნიერთა და ტექნოლოგთა ევროპულ ასოციაციაში (COST), მდგრადი ჰიდროენერგეტიკის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, წარადგინა მის მიერ წარმოებული კვლევა.
GRUNI-ს მიერ 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული ინდორმაციით, საკვლევი თემა ეხებოდა ჰიდროენერგეტიკის გაციფრულებას. აღნიშნული კვლევა და შემუშავებული მეთოდოლოგია დადებითად შეაფასა ასოციაციის უმაღლესმა მენეჯმენტმა.
გიგა თვაური 2023 წლიდან მეცნიერთა და ტექნოლოგთა ევროპული ასოციაციის (COST) ექსპერტი და ამავე ორგანიზაციის მდგრადი ჰიდროენერგეტიკის პროგრამის მმართველი კომიტეტის წევრია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც COST-ის მენეჯმენტი, ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლები.
-
GRUNI-სა და „ბრაით ლაბს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სტუდენტთა სოციალური მეწარმეობის კლუბი შეიქმნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს წარმომადგენლები ქალაქ რენში გამართულ ქართულ-ფრანგულ სასწავლო კვირეულში მონაწილეობდნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი