გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრი კონკურსს აცხადებს
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრი (GRUNI SDGs) აცხადებს კონკურსს “SDGs Awareness Competition”, რომელიც არის შესაძლებლობა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა/გუნდებმა წარმოაჩინონ თავიანთი ინოვაციური უნარები და ასევე, ხელი შეუწყონ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესახებ საქართველოში ცნობიერების ამაღლებას.
საუკეთესო მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ ფულადი პრიზები, კონკურსის ფინალისტები კი მიიღებენ სერტიფიკატებს და მათი ნამუშევრები ეროვნულ დონეზე იქნება წარმოდგენილი. ორგანიზატორები, ასევე, ხელს შეუწყობენ გამორჩეული კონკურსანტების შედეგების გავრცელებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სხვადასხვა აფილირებულ პლატფორმაზე.
ამასთან ერთად, კონკურსის მონაწილე ინდივიდებსა და გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ მდგრადი განვითარების სფეროში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო დონის სპეციალისტებს.
გამოავლინეთ თქვენი კრეატიულობა! გამოხატეთ უნიკალური ხედვა და ინტერესი მდგრადობისადმი! პრიზები ელოდება ყველაზე საინტერესო/კრეატიულ ნაშრომებს!
ყურადღებით გაეცანით რეგისტრაციისთვის საჭირო დეტალებს. არ შეზღუდოთ თქვენი ფანტაზია და ისარგებლეთ ამ დასამახსოვრებელი გამოცდილებით!
გაითვალისწინეთ, კონკურსი ინგლისურენოვანია!
დეტალები იხილეთ ბმულზე
-
ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში – 28 თებერვალს GRUNI-ს ახალი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მეცნიერთა შრომები რომში გამოიცა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი