გრუნის სამეცნიერო ჟურნალი „აკადემიური მაცნე“ საერთაშორისო ორგანიზაცია CROSSREF-ში გაწევრიანდა
გრუნის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „აკადემიური მაცნე“ საერთაშორისო ორგანიზაცია CROSSREF-ში გაწევრიანდა. საერთაშორისო ასოციაცია CROSSREF-ი უზრუნველყოფს აკადემიურ პუბლიკაციათა მსოფლიო ხელმისაწვდომობას.
ასოციაცია CROSSREF დაარსდა 1999 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში (სათავო ოფისი მასაჩუსეტი) და აერთიანებს მსოფლიოს საუკეთესო აკადემიურ გამოცემებსა და ორგანიზაციებს (ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, გამომცემლობები…). CROSSREF-ის სერვისით სარგებლობს მეტრული მონაცემების საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები – Scopus და Web of Science. CROSSREF-ის ციტირების ბაზა მოიცავს 80 მლნ. სამეცნიერო პუბლიკაციას.
ჟურნალი უკვე ხელმიოსაწვდომია BASE – ის საძიებო სისტემაშიც.
BASE არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი საძიებო სისტემა, განსაკუთრებით აკადემიური ვებ რესურსებისთვის. BASE გთავაზობთ 340 მილიონზე მეტ დოკუმენტს 11000-ზე მეტი კონტენტის პროვაიდერისგან. ინდექსირებული დოკუმენტების დაახლოებით 60%-ის სრულ ტექსტებზე წვდომა შეგიძლიათ უფასოდ (ღია წვდომა). BASE-ს მართავს ბილეფელდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (Bielefeld University Library).
ჟურნალ „აკადემიურ მაცნეს“ მინიჭებული აქვს DOI-ს (Digital Object Identifier), ანუ ობიექტის საერთაშორისო ციფრული უნიკალური კოდი.
DOI – ს კოდი ექნება ასევე ამავე ჟურნალში გამოქვეყნებულ ყველა ნომერსა და სტატიას.
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- გრუნი მსოფლიო მარკეტინგის სამიტზე by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი