გრუნიში ანტიპლაგიატის კვირეული მიმდინარეობს
2024 წლის 25 მარტს გრუნიში ანტიპლაგიატის კვირეული გაიხსნა.
კვირეულის მიზანია სტუდენტებში აკადემიური კეთილსინდისიერების თაობაზე ცნობიერების ამაღლება და აკადემიური კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექცია „აკადემიური კეთილსინდისიერება და ხელოვნური ინტელექტი“, მასტერკლასი წყაროების მითითების წესებთან და პლაგიატის დეტექტორის პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით. პლაგიატის შესახებ მხატვრული ფილმის ჩვენება – განხილვა. კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე ხელი მოეწერება აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ სტუდენტების მიერ მომზადებულ დეკლარაციას.
კვირეულის ფარგლებში გამართული პირველი საჯარო ლექცია ჩაატარა სფეროს ექსპერტმა, პროფესორმა გიგა ხოსიტაშვილმა, რომელმაც ისაუბრა თანამედროვე ციფრულ სამყაროში აკადემიური კეთილსინდისიერების გამოწვევების თაობაზე.
-
GRUNI-სა და „ბრაით ლაბს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სტუდენტთა სოციალური მეწარმეობის კლუბი შეიქმნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს წარმომადგენლები ქალაქ რენში გამართულ ქართულ-ფრანგულ სასწავლო კვირეულში მონაწილეობდნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი