გრუნიში TESOL პროგრამის მეოთხე ნაკადი გაიხსნა
TESOL პროგრამის სამი ნაკადის წარმატებით განხორციელების შემდეგ, გრუნი ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან ერთად განაგრძობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის განხორციელებას. უნივერსიტეტმა მეოთხე ნაკადისთვის თბილისისა და რეგიონების პარტნიორი სკოლებიდან 12 მასწავლებელი შეარჩია, რომლებსაც აფინანსებს. TESOL პროგრამა ითვალისწინებს საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლების სამთვიან პროფესიულ გადამზადებას.
დღემდე უნივერსიტეტმა 27 პროფესორ-მასწავლებელი გადაამზადა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისადმი გრუნის კიდევ ერთი უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულებაა.
პროგრამაში მონაწილეობისათვის გრუნიმ მეოთხე ნაკადისათის შემდეგი მასწავლებლები შეარჩია:
მარი გოგიშვილი, ქალაქ თბილისის N55-ე საჯარო სკოლა;
ნათია მჭედლიშვილი, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS;
თამუნა ვალიშვილი, ქალაქ თბილისის 107-ე საჯარო სკოლა;
ეკატერინე ტაბატაძე, ქალაქ თბილისის 142-ე საჯარო სკოლა;
სოფიკო გრძელიშვილი, გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის 182-ე საჯარო სკოლა;
სოფიო გოგნაძე, ზესტაფონის #4 საჯარო სკოლა;
ნათია მაისურაძე, თბილისის 23-ე საჯარო სკოლა;
მზია ფანჩულიძე, თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საჯარო სკოლა;
ინგა სააკაშვილი, თბილისის 221-ე საჯარო სკოლა;
თეონა ხეცურიანი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმი;
სოფიო ჯოჯუა, ქუთაისის #12-ე საჯარო სკოლა;
ნინო ედიშერაშვილი, სკოლა „ორ ავნერ და ჰანა “
შეხვედრაზე მონაწილეებს წარმატებები უსურვა ვიცე-რექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ. საინფორმაციო სესიას უძღვებოდა პროფესორი მეთიუ ეტჩელსი, საერთაშორისო პარტნიორობის დირექტორი.
გაცნობით შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ტესოლის პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები: ნატო ჯავახია, სოფიო სოფრომაძე და ია მანჯგალაძე, რომლებმაც მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, მიღებული ცოდნა ქართველ მოსწავლეებსა გადასცენ.
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- გრუნი მსოფლიო მარკეტინგის სამიტზე by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი