გვჭირდება თუ არა მომავალი ექიმი, რომელიც კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს ამბობს?
თბილისის სახელმწიფო სამედიცნო უნივერსიტეტი საქართველოში მოღვაწე ექიმების უმრავლესობის ალმა-მატერია. სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ექიმების დამოკიდებულება პაციენტების მიმართ, კოვიდ-19 საწინააღმდეგოდ ბრძოლაში ექიმების დიდი ნაწილის თავდაუდებელი, სახიფათო და არანორმირებული მსახურება, ნაწილობრივ მაინც, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პოზიციით მომავალი ექიმების სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
ვკითხეთ, განიხილავს და ეთანხმება თუ არა უნივერსიტეტი შემდეგ მოსაზრებას:
„აბიტურიენტო, თუ არ ხარ ორჯერ ვაქცინირებული კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინით (უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში) – ვერ გახდები თსსუ-ს სტუდენტი!“
ველოდებოდით ნებისმიერ პასუხს, გარდა იმ პასუხისა, რომელიც მივიღეთ – „თსსუ არ განიხილავს“, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე.
რატომ? კანონმდებლობა ხელს არ გიწყობთ? აბიტურიენტების უფლებებზე ზრუნავთ, თუ საკუთარი შემოსავლების შემცირებაზე? რა თანაფარდობაშია თქვენთვის ზრუნვა ექიმისა და პაციენტის უფლებებზე პანდემიის დროს?
როგორ უნდა დაუმტკიცოთ მოსახლეობას, რომ ვაქცინა საჭიროა და გვიცავს, თუ დასაშვებია, რომ ექიმი აცრილი არ იყოს (უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში)?
ა/ წლის 7 სექტემბერს ჩატარებულ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაია გაბუანიამ განაცხადა, რომ სტუდენტებში ვაქცინაციის პროცესის ტემპით უწყება კმაყოფილი არ არის.
ვინ უნდა შეებრძოლოს „ანტივაქსერი“ სტუდენტების ნაწილის ბნელ თეორიებს, თუ არა თქვენ? ეკონომისტებმა? პოლიციამ? ამირან გამყრელიძემ? ვინ უნდა გადაქცეულიყო სრულიად საქართველოს სტუდენტობისთვის კოვიდ-19-თან დაკავშირებულ მთავარ საინფორმაციო წყაროდ უნივერსიტეტში, ინტერნეტში, ღია სივრცეებში?
თქვენ კი მხოლოდ მამაპაპური მეთოდით მოპოვებულ საკუთარ დამრგვალებულ შთამბეჭდავ სტატისტიკას აქვეყნებთ:
„ვაქცინირებულია საქართველოს მოქალაქე სტუდენტთა 80%-ზე მეტი, საერთაშორისო სტუდენტთა – 90%-ზე მეტი, სრულად ვაქცინირებულია პროფესორ-მასწავლებელთა 95%-ზე მეტი და ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის 85%-ზე მეტი“.
მხოლოდ ეს კი საკმარისი არ არის.
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება