GE

IBSU განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 27-28 მაისს გიწვევთ განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც წელს პირველად ონლაინ ფორმატში ტარდება.

27 და 28 მაისს 13:00 სთ-ზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია გაიმართება ლაივში, სადაც შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ სრული ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ.

გამოფენაზე დასწრება საინტერესოა:
სკოლის მოსწავლეებისთვის,
აბიტურიენტებისთვის,
დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის,
მშობლებისთვის,
განათლების პროფესიონალებისთვის (მასწავლებლები/ტრენერები),
საგანმანათლებლო აგენტებისთვის.
დასწრება უფასოა
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

როგორ შევარჩიოთ მომავალი პროფესია? – 28 მაისს, 15:00 სთ-ზე განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის პროგრამის ხელმძღვანელი კახაბერ ჯაყელი ონლაინ რეჟიმში ისაუბრებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური