GE

IBSU-ს კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ჩინეთში ოცდღიან პროექტში იღებდა მონაწილეობას – სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ქეთევან კიკილაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა ოცდღიან პროექტზე – Belt and Road Science and Technology International Workshop.

“2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენად ვაღიარებ მაღალტექნოლოგიურ ჩინეთს. სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკები, ინოვაციების მდგრადი ეკოსისტემა, სახელმწიფოს მიმზიდველი საინკუბაციო პოლიტიკა, აქსელერატორების საერთაშორისო წარმატება, unicorn startups (მილიარდ დოლარად შეფასებული სტარტაპები) და ტექნოლოგიების ტრანსფერი არის ის მიმართულება, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბისთვის.

ჩვენს სტუდენტებს ელის აღმოჩენებით სავსე და საინტერესო სასწავლო 2019-2020 წელი, აზიური ბაზარი არის უსაზღვრო პოტენციალის მქონე მზარდი ბაზარი.

ვიზიტის ფარგლებში, მივაღწიეთ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 90 აქსელერატორთან, პეკინის ტექნოპარკთან “Z Park”. ასევე, დაფინანსების წყაროებზე წვდომასა და აზიურ ბაზრებზე ქართული სტარტაპების კონკურენტუნარიან პოზიციების დამყარებისთვის საჭირო სხვადასხვა შეთანხმებებს”, – აღნიშნა ქეთევან კიკილაშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური