GE

IBSU-ს სტუდენტები გაეროს ფონდის პროექტს ახორციელებენ

შავი ზღვის საერთაშოირსო უნივერსიტეტის სტუდენტები გაეროს ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებენ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, GSI (Gender and Sexuality Initiative) არის “UN Association of Georgia”-ს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებასა და ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში შემეცნებითი სემინარებით, “Workshop”-ებითა და სხვადასხვა აქტივობებით – დებატებით, ჯგუფური სამუშაოებით, Q&A სესიებითა და ქვიზებით, რომლებიც განხორციელდება სხვადასხვა არასამთავრებო ორგანიზაციებთან პარტნიორობით.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ხუთი “Offsite” და “Online” ღონისძიება. პროექტში მონაწილეობას იღებს შემდეგი ორგანიზაციები: თემიდა, ფემეა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ქალთა მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფი და სხვები.

პროექტის ფარგლებში გამართულ პირველ შეხვედრაში, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა, მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

„პროექტის განხორციელების იდეა წარმოიშვა საქართველოში არსებული უთანასწორობის, დისკრიმინაციისა და სტერეოტიპების გამო, რომელიც ყოველდღიურად აფერხებს ქალებისა და უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს. პროექტის ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო იყო, მყოლოდა ჩემი გუნდი, რადგან მარტო ყველაფრის დაორგანიზება შეუძლებელია. შესაბამისად, გრანტის მოპოვების შემდეგ ჩემი კურსელები – თამარ ჟორჟოლიანი, მარიამ მეხრიშვილი და მარიამ წითელაური, ასევე ლიზა ბარბაქაძე თავისუფალი უნივერსიტეტიდან შემოუერთდნენ პროექტს.“- განაცხადა შავი ზღვის საერტაშოირსო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტმა თორნიკე ჯინჭარაძემ.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი