GE

IBSU-ს სტუდენტები სწავლას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც IBSU-ს უნივერსიტეტისთვის წელს აბიტურიენტების მიღების გაუქმებას ეხება, არანაირ გავლენას არ ახდენს უნივერსიტეტის სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ისინი ისევე გააგრძლებენ სწავლას როგორც აქამდე. აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ მხოლოდ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტებს.

“შეზღუდვა მხოლოდ ეხება იმ აბიტურიენტებს, ვინც წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი. წელს მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს, რომ გადანაწილდნენ და შეუფერხებლად დაიწყონ სწავლო წელი”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა ელით იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოხვედრა იბსუში სურდათ. ამ კითხვაზე პასუხად თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ ასეთი აბიტურიენტებისთვის რიგგარეშე მობილობას გამოაცხადებენ.

“მოქმედი სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას, ხოლო ახალი კონტიგენტი დროებით მოიცდის, მანამ სანამ ეს უნივერსიტეტი ამ პრობლემებს არ მოაგვარებს. აბიტურიენტებთან დაკავშირებით ჩვენ მაქსიმალურად ვმობილიზდებით, ამ დღეებში გვექნება დეტალური ინფორმაცია თუ როგორ შევძლებთ ჩვენ მათ ხელშეწყობას, რაც გამოიხატება იმაში რომ ის აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების შედეგად რანჟირების დოკუმენტით განისაზღვრებიან იმ პირებად, ვინც უფლება მოიპოვა შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის მათთვის გამოვაცხადებთ რიგგარეშე მობილობას, გამარტივებული წესით და შევთავაზებთ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებით იმ მიმართულების პროგრამებს, რომლებიც დღესდღეობით ხორციელდება ავტორიზებულ დაწესებულებებში უნივერსიტეტებში”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ ჩვენთან საუბრისას.

ამავე თემაზე:

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2018 წლის აბიტურიენტებს შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებით აფრთხილებს!

რა გახდა შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების შეწყვეტის მიზეზი – სანიკიძის განმარტება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადება

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური