GE

IBSU-ს სტუდენტებმა ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრში გაიმარჯვეს

იბსუ-ის სტუდენტებმა Walmart Vs. Amazon – ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრში გაიმარჯვეს.

საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის ინიციატივითა და ხუთი უმაღლესი სასწავლებლის თანაორგანიზებით 24 თებერვალს ტექნო პარკში ბიზნეს ქეისების შეჯიბრი გაიმართა.

სტუდენტთა ხუთ გუნდს წინასწარ გადაეცა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ბიზნეს ქეისები. მსხვილი ორგანიზაციების ურთულესი, რეალური ამოცანების ანალიზისა და ამოხსნისთვის მათ ორკვირიანი ვადა ჰქონდათ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, (IBSU) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), კავკასიის უნივერსიტეტისა (CU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გუნდებმა საკუთარი ხედვა ჟიურის – ლიდერი კომპანიების ხელმძღვანელი პირების წინაშე წარადგინეს. რის შედეგადაც, იბსუ-ის სტუდენტებმა პირველი ადგილი დაიკავეს. მათ ფულადი ჯილდო ხვდათ წილად.

ღონისძიებას კომპანიების ხელმძღვანელებისა და გულშემატკივრების გარდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბიზნეს ასოციაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური