GE

,,IBSU-ში ჩაბარების მთავარი მოტივაცია იყო სწავლების მაღალი დონე და დასაქმების რეიტინგი” – გვანცა წოწკოლაური

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მესამე კურსი წარმატებული სტუდენტი, გვანცა წოწკოლაური გაცვლითი პროგრამით კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში სწავლობს. მისი გადაწყვეტილება უნივერსიტეტის შერჩევისას აბსოლუტურად სწორად მიაჩნია და ამბობს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების მთავარი მოტივაცია სწავლების მაღალი დონე და დასაქმების რეიტინგი იყო.

,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების მთავარი მოტივაცია იყო სწავლების მაღალი დონე და დასაქმების რეიტინგი, რომლითაც უნივერსიტეტი დღემდე ლიდერობს. საერთაშორისო განათლების მიღება უზრუნველყოფს იყო კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი საერთაშორისო ბაზარზე. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე IBSU-ში ჩაბარება”,- აღნიშნავს გვანცა.

გარდა სწავლების მაღალი დონისა, IBSU-მ მას საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა მისცა, რითიც კმაყოფილია.

17309447_1111130292349775_4228984263438714721_n,,გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა კი კიდევ უფრო დამეხმარება მიზნის მიღწევაში. სწორედ გაცვლითი პროგრამით, შესაძლებლობა მქონდა ერთ სემესტრით სწავლა გამეგრძელებინა პოლონეთში, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი პოლონეთში, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ყოველწლიურად, 500-მდე სტუნდენტი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომელსაც უნივერსიტეტი გვაძლევს და ვიცოდი, აუცილებლად უნდა გამომეყენებინა ეს შანსი. მართალია, ერთი სემესტრი დიდი დრო არ არის, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ აღმოაჩინო საკუთარი თავი, გაიზარდო პიროვნულად და პროფესიულად, გქონდეს ურთიერთობა განსხვავებული კულტურის ხალხთან და მიიღო საერთაშორისო გამოცდილება.

სასწავლო პროცესი შედარებით განსხვავებულია IBSU-სგან. ძირითადად, სხვადასხვა პროექტზე გვიწევდა მუშაობა. გაყოფილი იყო სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობები. რამდენიმე საგანში წინასწარ გვიწევდა მოგვემზადებინა და წაგვეკითხა გადმოგზავნილი მასალა. განსხვავებულია შეფასების სისტემაც. მთლიანობაში, გარემო ძალიან კარგია, მეგობრული, არაჩვეულებრივი კამპუსი. ჩემი ერთი სტუდენტური დღე ლექციებით იწყებოდა. მთელი დღე საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა. თუმცა საღამოობით უამრავ გასართობ პროგრამას და ივენთებს გვთავაზობდა უნივერსიტეტის ESN ჯგუფი. გარდა ამისა, ძალიან იაფია მოგზაურობა და კრაკოვში შეძენილ მეგობრებთან ერთად ვიმოგზაურე ძალიან ბევრ ქვეყანაში. მოკლედ, ნამდვილი სტუდენტური ცხოვრება შეგიძლია აღმოაჩინო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

შემიძლია ვთქვა, რომ აქ მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება მომავალში პროფესიული მიმართულებით. მიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და ჩავაბარე IBSU-ში და მომავალ სტუდენტებს ვურჩევ, დაკვირვებით შეარჩიონ უნივერსიტეტი, ისწავლონ კარგად და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს“,- აღნიშნა გვანცა წოწკოლაურმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური