GE

IBSU-ში საერთაშორისო სეზონური სკოლა მანქანურ სწავლებაში გაიმართა

3-11 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სეზონური სკოლა მანქანურ სწავლებაში გაიმართა (Autumn school in Machine learning). პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.

შემოდგომის სკოლის მიზანი მსმენელებისთვის მანქანური სწავლების საფუძვლებისა და თანამედროვე საკითხების გაცნობა გახლდათ. სკოლა განკუთვნილი იყო მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, სტატისტიკის, პროგრამული ინჟინერიის და მონაცემთა მეცნიერებების მიმართულების სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მკვლევართათვის; ასევე კომპანიებში ამ მიმართულებით დასაქმებულთათვის.

ლექტორებად მოწვეული იყვნენ მრავალწლიანი სამეცნიერო და სასწავლო გამოცდილების მქონე მანქანური სწავლების სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის (საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ინგლისი, გერმანია) შვიდი უნივერსიტეტებიდან. მსმენელად დარეგისტრირდა საქართველოს ხუთი წამყვანი უნივერსიტეტის ოცზე მეტი სტუდენტი და ევროპის რვა ქვეყნის უნივერსიტეტიდან ათი სტუდენტი, აგრეთვე, ერთი მონაწილე სინგაპურიდან.”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური